9 - 10 October 2014 EPNS training course REGISTRATION FORM

საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიის და ქცევითი დარღვევების ასოციაცია დაფუძნდა 2013 წელს. ასოციაციის პრეზიდენტია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ნანა გელაძე. ასოციაციის გამგეობის წევრები არიან: პროფესორი ნანა გელაძე, პროფესორი რამაზ საყვარელიძე, ასოცირებული პროფესორი ნანა ხაჭაპურიძე, პროფესორი გიორგი ნატრიაშვილი, მედიცინის აკადემიური დოქტორი სოფიო ბახტაძე. ასოციაციის საპატიო წევრები არიან: ფსიქოლოგი, პროფესორი ნათელა იმედაძე, გერმანიის ქალაქ ტუბინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფსიქოლოგიის და ქცევითი ნეირობიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პროფესორი უტე შტრეჰლი.

ასოციაციის მიზანს წარმოადგენს საგანმანათლებლო და კლინიკური აქტივობა პედიატრიულ ნევროლოგიაში. ასოციაციის მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა გასვლითი ფორმატის ლექციები და პაციენტთა საქველმოქმედო გასინჯვები.

universiteti

ასოციაციის წევრების ორგანიზებით და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აქტიური მხარდაჭერით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია “ბავშვთა და მოზარდთა ქცევითი დარღვევები და მათი თანამედროვე მართვა” ტუბინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფსიქოლოგიის და ქცევითი ნეირობიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პროფესორ უტე შტრეჰლის მონაწილეობით. ამავე ფორმატით ასოციაციას ესტუმრა მადრიდის უნივერსიტეტის პედიატრიული ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარია ანხელეს პერეს ხიმენესი, რომელმაც ჩაატარა სასწავლო სემინარი “ჩვილობის და ბავშვთა ასაკის ეპილეფსიური სინდრომები”. შედგა რთული კლინიკური შემთხვევების ერთობლივი გარჩევა.

ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია “ბავშვთა ასაკის ცნს-ის აუტოიმუნური დარღვევები”, რომელზეც მოწვეული იყო თურქეთის ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ბანუ ანლარი. კონფერენციას ესწრებოდა თბილისის ბავშვთა ნევროლოგიის წამყვანი სპეციალისტები.

ასოციაციის წევრები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო მულტიცენტრულ კლინიკურ კვლევებში, ახორციელებენ აქტიურ კლინიკურ და საგანმანათლებლო საქმიანობას.

ვიმედოვნებთ, რომ ასოციაციის ამჟამინდელი და მომავალი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პედიატრიული ნევროლოგიის როგორც თეორიული საფუძვლების, ასევე კლინიკური საქმიანობას განვითარებას საქართველოში.

ასოციაციის პრეზიდენტი,
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,

პროფესორი ნანა გელაძე

line
EPNS
European Pediatric Neurology Society
EPNS
Tbilisi State Medical University
EPNS
Georgian Association of Child Neurology and Behavioral Disorders

3rd Caucasian Course in Child Neurology

Course Venue: Georgia, Tbilisi, Best Western Tbilisi, Art Hotel View Map

www.bestwestern.com

Date: 9-10 November, 2018

Local Organizer:

Nana Geladze - Professor, President of Georgian Association of Child Neurology and Behavioral Disorders

Sophia Bakhtadze - Associated Professor, General Secretary of Georgian Association of Child Neurology and Behavioral Disorders


www.neurologyassociation.ge

Organizer:

Coriene Catsman - Berrevoets, Chair of the Education and Training Committee, Rotterdam, Netherlands

Biayna Sukhudyan - Yerevan, Armenia

Sophia Bakhtadze - Tbilisi, Georgia

Faculty:

1. Lieven Lagae, Leuven, Belgium

2. Finbar O’Callaghan, London, UK

3. Monika Eisermann, Paris, France

4. Dana Craiu, Bucharest, Romania

5. Sophia Bakhtadze, Tbilisi, Georgia

6. Biayna Sukhudyan, Yerevan, Armenia

7. Tinatin Tkemaladze, Tbilisi, Georgia

8. Sofia Kasradze, Tbilisi, Georgia

line

To contact us:

21 Ljubliana str, Tbilisi, Georgia

Georgian Association of Child Neurology and Behavioral Disorders

Phone: + 995 32 2 54 06 97

sophiabakhtadze@yahoo.com